weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ფინანსთა სამინისტროს საპილოტე პროექტი „ეფექტიანობის აუდიტი" გურჯაანის მუნიციპალიტეტში

13:19 ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2022

დღეს, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანი, საერთაშორისო ექსპერტები რუსლანა რუდნიცკა, მანფრედ კესტერენი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტორები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ უტიაშვილს შეხვდნენ და საპილოტე პროგრამის დეტალები გააცნეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) საპილოტე პროექტის „ეფექტიანობის აუდიტი გურჯაანისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე აუდიტორებმა გურჯაანის მერთან სამუშაო პროცესის შედეგები მიმოიხილეს და პილოტის დაგეგმვის ეტაპი შეაჯამეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეფექტიანობის აუდიტის წილის ზრდა უმნიშვნელოვანესი გარემოებაა პროგრამული ბიუჯეტის ეფექტიანად განკარგვისთვის.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრი მიმდინარე წელს საპილოტე პროექტს მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში - გურჯაანსა და საჩხერეში ახორციელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა და მადლობა გადაუხადა სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირმა გელანტია-ახვლედიანს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპილოტე პროგრამაში ჩართვისთვის.

ორდღიანი ტრენინგები ეფექტიანობის პილოტის დაგეგმვის და შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავების საკითხების შეჯამებით დასრულდა.

საპილოტე პროექტი წლის ბოლოს მთავრდება, რომლის შემდეგაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტორები, პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის სხვა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის გაზიარებას შეძლებენ.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]