weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა 1 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა 

18:30 ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2022

ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ უტიაშვილის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა გაიმართა.

მერმა, 2021 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, მერიის სამსახურების და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

„მოსახლეობას ჩემი 1 წლის მუშაობის ანგარიში წარვუდგინე. მე და ჩემმა გუნდმა ერთობლივი ძალისხმევით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადავჭერით, რომელზეც ანგარიშის წარდგენისასაც ვისაუბრე. გურჯაანელების უშუალო ჩართულობით იგეგმება და ხორციელდება ყველა პროექტი მუნიციპალიტეტში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო „გურჯაანის ღვინის ფესტივალი", რომელიც ორწლიანი იძულებით პაუზის შემდეგ გაიმართა და თავისი მასშტაბით, ხალხმრავლობით თუ მრავალფეროვნებით მართლაც რომ გამორჩეული იყო.

ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მოსახლეობას მუდმივი მხარდაჭერისთვის. ერთად კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი გურჯაანის საკეთილდღეოდ." - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]