ღონისძიებაზე მერმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
„დღეს საზეიმოდ ავანთეთ მთავარი ნაძვის ხე, რითიც დაიწყო საახალწლო ღონისძიებები ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენს გურჯაანელებს კიდევ არაერთ დასამახსოვრებელ საახალწლო ღონისძიებას ვპირდებით.
მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. 2023 წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, წინსვლის და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის." - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.
საღამოს მუსიკალურად „ლეკო სტუდია" აფორმებდა.
ღონისძიება გრანდიოზული ფოერვერკით გაგრძელდა და კაბუს და A.K. FAMILY კონცერტით დასრულდა.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია