weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საერთაშორისო ტექ-კომპანია Thoughtworks რეგიონში პირველად თიბისი ჯგუფთან ითანამშრომლებს

14:35 ორშაბათი, 13 თებერვალი 2023

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა თიბისი ჯგუფთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც Thoughtworks-ის პირველი პარტნიორობაა რეგიონში.

კომპანია Thoughtworks ტექნოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში თიბისის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში დაეხმარება და Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობით მიღებულ ცოდნას გაუზიარებს. Thoughtworks-თან პარტნიორობა თიბისისთვის დიდი წინსვლაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რადგან სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, გაიზრდება მიწოდებული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი.

ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks გლობალურ მასშტაბებზე მოთამაშე წამყვანი ორგანიზაციაა. გამოცდილი პროფესიონალები თიბისის გუნდს საჭირო რჩევებითა და ტექ. პროექტებში უშუალო (Hands-on) ჩართულობით უზრუნველყოფენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაგროვებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ტექ-სამყაროს გამოწვევებისთვის ფეხის აწყობაში დაეხმარებიან.

„თავისი არსებობის მანძილზე თიბისი ყოველთვის ზრუნავდა საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე, რასაც აღწევდა ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მუდმივი განვითარებით. საერთაშორისო დონის კომპანიებთან პარტნიორობა გვეხმარება, მათი ცოდნა, ხედვები და გამოცდილება ჩვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე დავიხმაროთ და ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, კომპანიისთვის საამაყო სიახლეა ისეთ წარმატებულ და გამოცდილ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც Thoughtworks-ია.“ - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი მუდმივად უწყობს ფეხს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და მომხმარებელს მომავალში კიდევ უფრო მეტი ციფრული სიახლის შეთავაზებას ჰპირდება.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]