weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა  

17:08 პარასკევი, 14 აპრილი 2023

 

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის რაიონ სოფელ ცეცხლაურში, ჯამში 22 ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღის გასაშენებლად 1.2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა.

ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, 16 ჰა ფართობზე 40 000 ძირი ლურჯი მოცვისა და 6 ჰა-ზე 70 000 ძირი დაფნის სარგავი მასალის შეძენა/გაშენებას, ჭაბურღილის და სარწყავი სისტემებით მოწყობასა და მიწის დამუშავებას, ტორფის შეძენას და ტერიტორიის შემოღობვას მოხმარდა.

აჭარა აგროჯგუფი, მიმდინარე სეზონზე მოცვის 4 ტონამდე მოსავლის მიღებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში წარმადობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზება სრულად ქართულ ბაზარზე მოხდება, ხოლო წარმადობის ზრდასთანერთად, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

„ბაზისბანკთან პარტნიორობით, 22 ჰა ფართობზე, წარმატებით გავაშენეთ ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღი. პროდუქციის მოსავალს შემდეგი წლიდან ველოდებით და დაგეგმილი გვაქვს ექსპორტზე გატანა. ბაზის ბანკსა და ჩვენს შორის პარტნიორული თანამშრომლობა ამით არ დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობით, რეგიონში აგრო მიმართულების გასაძლიერებლად, კიდევ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ.“ - აღნიშნაშპს აჭარა აგროჯგუფის დირექტორმა ზურაბ დუმბაძემ.

„კენკროვანი კულტურების, კერძოდ კი მოცვის გაშენება, საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერს აწარმოოს და სარეალიზაციოდ გაიტანოს მოცვი როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ექსპორტზე. ჩვენი მხრივ კი მუდმივად ვზრუნავთ განვავითაროთ თანაშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ კომპანიებთან, ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მეწარმეს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

[R] ბაზისბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]