ფესტივალს წელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში სასტუმროს მისაღებში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები: ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით - „ჯაზის საათი“, ასევე კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა და კახა თოლორდავას რიგით მეორე ფილმის - „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ პრემიერა.
9 მაისს ჯაზფესტივალის კონცერტების სერიას ლუკა თოფურია და მისი ბენდი გახსნის „ჯაზ ლაბის“ დარბაზში. მოგვიანებით კი „სთარ სთეიჯზე“ JAZZ/TAKES SUPERGROUP-სა და მის ოთხ გამორჩეულ შემსრულებელს - Bill Evans-ს, Niels Lan Doky-ს, Felix Pastorius-სა და Harvey Mason-ს შეხვდებით.
10 მაისის საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ჩეხ შემსრულებლებს - Martin Kratochvil-სა და Jazz Q-ს მოუსმინოთ. მოგვიანებით კი გენიოსად აღიარებულ იტალიელ პიანისტსა და კომპოზიტორს Stefano Bollani-ს, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიაციებს ცნობილი როკ-ოპერიდან „Jesus Christ Superstar“.
11 მაისს, ფესტივალის ბოლო დღეს, „ჯაზ ლაბის” დარბაზში იტალიური ბენდი - Motel Kaiju წარდგება. „სთარ სთეიჯს” კი Stanley Clarke დაიკავებს და სამდღიან ფესტივალს თავისი პერფორმანსით დახურავს.
სამივე დღის განმავლობაში კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება, თუმცა ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათიდან გაიღება.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. თიბისის კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისის ვიზა ბარათის მფლობელებზე - 10%-იანი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.
ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი.
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში და ჩეხეთის კულტურის ცენტრი.
სპონსორი: ვიზა.
საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“.
ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.
[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია