weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თიბისის Meliora 2022-ის ჯილდო გადაეცა

11:54 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2023

თიბისიმ „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022"-ის ჯილდო მიიღო კატეგორიაში „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“. აღნიშნული ჯილდო თიბისის პროექტისთვის „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში“ გადაეცა.

კონკურსი Meliora, რომელიც პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში ტარდება, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ სამაგალითო კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის. თიბისი კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. ბანკი სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოს მფლობელად 2018 და 2019 წლებშიც დასახელდა.

ჯილდო ექვს თემატურ კატეგორიაში გაიცემა, რომლებიც მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა ძირითად სფეროს: მწვანე ინიციატივა, პასუხისმგებელი დამსაქმებელი, კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე, საზოგადოების მხარდაჭერა, სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე. გამარჯვებულები უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოავლინეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის გამჭვირვალე ინფორმაციისა და ობიექტური მაჩვენებლების მიწოდება. ამიტომ 2019 წლიდან ვაქვეყნებთ თიბისის წლიურ მდგრადი განვითარების ანგარიშს. ანგარიშში ინფორმაცია საერთაშორისო ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების მიხედვით არის წარმოდგენილი და, ამავდროულად, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) შესაბამის ანგარიშგებას წარმოადგენს. ეს ანგარიში არის იმ პასუხისმგებლობის დასტური და განაცხადი, რომელიც თიბისის 30 წელზე მეტია, აღებული აქვს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მომხმარებლების, თანამშრომლების, გარემოსა და საზოგადოების გაძლიერებას“. - მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

თიბისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე აქტიურად ახორციელებს ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რასაც არაერთხელ მოუპოვებია საერთაშორისო აღიარება. გარემოსა და საზოგადოების გასაძლიერებლად მომავალში კიდევ უფრო მეტი სამაგალითო პროექტი განხორციელდება.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]