weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალციხის საავადმყოფოში 40-მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

10:55 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, მცირეწლოვანი ბავშვები შეჰყავთ. საავადმყოფოს ინფორმაციით, ამ სიმპტომებით, სამედიცინო დაწესებულებას ბოლო სამი დღის განმავლობაში, 40–მდე პაციენტმა მიმართა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

„არ ვიცით ეს ვირუსია თუ რაიმე სხვა. ამას სპეციალური კვლევა სჭირდება, ასეთ კვლევას კი ჩვენ არ ვატარებთ“, – აცხადებს გამოცემასთან საუბარში ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი ელდარ ალიევი.

კვლევის ჩასატარებლად ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უკვე მიმართა. სპეციალისტებმა ბაღებში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს.

„რა ჭამეს ბავშვებმა, რა დალიეს და რას შეიძლება გამოეწვია ეს ყველაფერი, ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღებული სინჯების საშუალებით დაადგენს, ამ სინჯებს შესაბამის ლაბორატორიას გავუგზავნით და იქ გამოიკვლევენ”, - ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელძღვანელი ფატი ხაბულიანი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან შესული შეტყობინების საფუძველზე ვითარების შესწავლა დაიწყო სურსათის უვნებლობის სამსახურმაც.

საბავშვო ბაღების გაერთიანების მონაცემებით, ქალაქის საბავშვო ბაღებში 70–მდე ბავშვი არ გამოცხადდა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]