weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოჩხამურის მოსახლეობამ სანიაღვრე არხების გაწმენდის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

14:11 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

სოფელ ოჩხამურის მოსახლეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სანიაღვრე არხების გაწმენდის მოთხოვნით სასამართლოში უჩივის. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ თავართქილაძე განიხილავს.

„დღევანდელმა ხელისუფლებამ გვაიძულა, რომ სასამართლოში მოვსულიყავით. 4 წელია ვითხოვთ მუდმივმოქმედი წყალგამტარი არხების გაწმენდას, საიდანაც იტბორება როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე საკარმიდამო ნაკვეთები. ასევე, ხუთი სოფლის სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები და საძოვრები კარგავს ფუნქციას და ამაზე გამგეობა საერთოდ რეაგირებას არ აკეთებს. ამიტომ მივმართეთ სასამართლოს“, – ამბობს TV25–თან საუბარში დაბა ოჩხამურის მცხოვრები მურად ბერიძე.

მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისის იურისტი მირზა მამულაძე იცავს. მისი თქმით, სანიაღვრე არხები დაცულ ტერიტორიასთან ახლოს არის და სავარაუდოდ, დაცული ტერიტორიების სააგენტო გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების წინააღმეგია.

„ჩვენ ვითხოვთ სასამართლომ ქობულეთის გამგეობას დაავალოს სანიაღვრე არხების გაწმენდა. მრავალი წელია ეს არხები არ გაწმენდილა, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება, წყალი უვარდებათ და იტბორებიან. დღეს სასამართლოში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა. ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ფოტომასალა საქმეს დაერთო. ამასთან, დაცული ტერიტორის სააგენტოც ჩაერთო მესამე პირად“, – აღნიშნა იურისტმა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოდან განმარტება ვერ მივიღეთ.

TV25

აჭარაში ბაზირებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. ტელეკომპანიის ვებგვერდია www.tv25.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]