weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა

11:57 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპული 50 წლამდე ქალია. 27 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში რჩება კიდევ ერთი დაშავებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა 18 აგვისტოს მოხდა. გურჯაანიდან თბილისისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი საგარეჯოში ბორდიურს შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბოლო პერიოდში კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა. 16 სექტემბერს, გურჯაანში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე „ჟიგულის“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა; 9 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში ერთმანეთს მიკროავტობუსი და სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა; 6 სექტემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოში, რა დროსაც 17 წლის ბიჭი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]