weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელების მიმართ გამოძიება დაიწყო

17:26 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.

როგორც პროკურატურაში განმარტეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიმართვა, რომლის თანახმადაც, ფონდის ხელმძღვანელები საქველმოქმედო მიზნებისთვის შეგროვებულ თანხას ითვისებდნენ და არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

12 სექტემბერს ვიდეოპორტალმა POSTV გამოაქვეყნა ფილმი, სადაც ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელის პაატა ბურჭულაძის მიერ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზეა საუბარი. ფილმის მიხედვით, საქველმოქმედო ფონდი შემოსავლებს მალავდა. დოკუმენტების მიხედვით ფონდმა იავნანამ 5 წლის განმავლობაში 9 მლნ 500 ათასი ლარი შეაგროვა და ქველმოქმედებისთვის მხოლოდ 3 მლნ 260 ათასი ლარი დახარჯა.

სტუდია POSTV-ის ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძეა, აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი, პროდიუსერი კი შალვა რამიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]