weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება

14:40 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

მწვანე ბარათის 2019 წლის გათამაშების პროგრამისთვის რეგისტრაცია 2017 წლის 3 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბერს დასრულდება. აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები გათამაშების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს და ონლაინ კითხვა-პასუხის სესიებს გამართავენ.

საინფორმაციო ღონისძიებების განრიგი ასეთია:

  • 22 სექტემბერი - საინფორმაციო შეხვედრა თბილისში. 16:00-17:00 საათი. თბილისის ამერიკული კუთხე. მის: რუსთაველის გამზ. 6;
  • 25 სექტემბერი - საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში. 12:00-13:00 საათი. ქუთაისის ამერიკული კუთხე. მის: დუმბაძის ქ. 2;
  • 25 სექტემბერი - საინფორმაცია შეხვედრა ზუგდიდში. 16:00-17:00 საათი. ზუგდიდის ამერიკული კუთხე. მის: მ. კოსტავას ქ. 58;
  • 26 სექტემბერი - საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში. 14:00-15:00 საათი. ბათუმის ამერიკული კუთხე. მის: ვ. ფშაველას ქ. 21;
  • 27 სექტემბერი - კითხვა-პასუხი საელჩოს ფეისბუქის გვერდზე. 16:00-17:00 საათი.
  • 28 სექტემბერი - საინფორმაციო შეხვედრა ხაშურში. 13:00-14:00 საათი. ხაშურის ამერიკული კუთხე. მის: ძნელაძის ქ. 10;
  • 28 სექტემბერი - საინფორმაციო შეხვედრა გორში. 15:30-16:30 საათი. გორის ამერიკული კუთხე. მის: სტალინის ქ. 8;
  • 29 სექტემბერი - საინფორმაციო შეხვედრა წეროვანში. 15:00-16:00 საათი. წეროვნის ახალგაზრდული სახლი. მის: მეცამეტე ქუჩა. გამგეობის უკან;
  • 2 ოქტომბერი - საინფორმაციო შეხვედრა თელავში. 14:00-15:00 საათი. თელავის ამერიკული კუთხე. მის: ერეკლე II ქ. 1;
  • 4 ოქტომბერი - კითხვა-პასუხი საელჩოს ფეისბუქის გვერდზე. 16:00-17:00 საათი;
  • 5 ოქტომბერი - საინფორმაციო შეხვედრა რუსთავში. 15:00-16:00 საათი. რუსთავის ამერიკული კუთხე. მის: შარტავას ქ. 11;
  • 11 ოქტომბერი - კითხვა-პასუხი საელჩოს ფეისბუქის გვერდზე. 16:00-17:00 საათი.

მწვანე ბარათის გათამაშების (DV) პროგრამა 1990 წელს შეიქმნა. გათამაშების მიზანია შეერთებულ შტატებში იმიგრანტი მოსახლეობის დივერსიფიცირება, კანდიდატების შერჩევით ძირითადად იმ ქვეყნებიდან სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში იმიგრირებულთა რაოდენობის დაბალი მაჩვენებლი ფიქსირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]