„ჩემო მეგობარო, გილოცავთ ამ დღეს და მინდა გადმოგცეთ ეს მოტოციკლი, როგორც ჩვენი ძმობის, მეგობრობის და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო“, - აღნიშნა მოტოციკლისტმა.
აღსანიშნავია, რომ „ღამის მგლები“, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერები არიან, საქართველოში 2017 წელს არ შემოუშვეს. ისინი 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად თბილისში პერფორმანსის გამართვას გეგმავდნენ.