„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თრუსოს ხეობაში, მოლაშქრეთა კლუბის წევრებს გზა აებნათ და ხეობიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ამასთანავე, ერთ-ერთ მოლაშქრეს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დროულად გავიდა. რთული რელიეფის გამო, სამაშველო ღონისძიებაში საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა“, - ნათქვამია საგანგეო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
ექვსი ადამიანი თრუსოს ხეობაში გუშინ დაიკარგა. ისინი ყელიწადის ტბაზე იყვნენ, რა დროსაც გზა აებნათ. ტურისტები სამაშველო სამსახურს გუშინვე დაუკავშირდნენ.