weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქეთევან წამებულის ნეშტს დღეს ალავერდის ტაძარში გადააბრძანებენ

11:06 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, რის შემდეგაც სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.

„ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13:00 საათზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმინდა ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი. ყველა ქეთევანს, სრულიად საქართველოს ვულოცავთ დიდმოწამის წმინდა ნაწილის შემობრძანებას სამშობლოში“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან 23 სექტემბერს ჩამოიტანეს და საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლოებით 1570-1624 წლები), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე. დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში წაიღეს დასაკრძალად. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოტანა ქვეყნის ბიუჯეტიდან 343 000 ლარით ფინანსდება. რეგიონებში წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობას და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხები, საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]