საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქართული სამზარეულოს კვირეული A Taste Adventure to Georgia პირველად მოეწყო. სექტემბრის დასაწყისში გამართული კვირეულის ფარგლებში მსურველებმა პარლამენტის რესტორანში ქართული ეროვნული კერძები დააგემოვნეს.
ღონისძიებას ბრიტანეთის პარლამეტის წევრები, ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი და მისი თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოღლი დაესწრნენ.