weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„დელტას“ ინფორმაციით, კახეთში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

11:22 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საგარეჯოს, თელავის, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებში 9187 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე აქტიური ზემოქმედება მოახდინა. „დელტას“ ცნობით, 25 სექტემბერს, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომამ კი 40 მმ შეადგინა.

„17:53-დან 20:58 საათამდე ზემოაღნიშნული რაიონების თავზე წარმოქმნილი სეტყვასაშიში ღრუბლების მასები ეტაპობრივად დამუშავდა, გასროლილი იქნა 200-ზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა, რის შედეგადაც ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა. ნალექის დიდი ნაწილი ხუთივე რაიონში უმეტესად ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა. წვრილი სეტყვის მარცვლების მოსვლა აღინიშნა თელავის რაიონში, მეტწილად სროლისთვის აკრძალულ ზონაში მდებარე რამდენიმე სოფელში“, - განაცხადეს „დელტაში“.

25 სექტემბერს თელავის რაიონის სოფლები ვარდისუბანი და გულგულა დაისეტყვა. ვარდისუბანში გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტის, გელა გოგობერიშვილის თქმით, სეტყვამ უმნიშვნელოდ დააზიანა რამდენიმე ვენახი. ვენახების ძირითადი ნაწილი ამ დროისთვის უკვე დაკრეფილია. რაც შეეხება სოფელ გულგულას, აქ სეტყვა სოფლის თავში მოვიდა და მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]