weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 52 926 ლარის ღირებულების ოქრო ამოიღეს

12:14 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 16 390 ლარია.

ხოლო, ორ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო წესის დარღვევით, თურქეთში გადაეტანათ დეკლარირებას დაქვემდებარებული უმაღლესი სინჯის ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება ჯამში 36 536 ლარს შეადგენს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში ამოღებულია 52 926 ლარის ღირებულების 627 გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]