ელექტრონული ტენდერი ავტომანქანების შესყიდვისათვის 2017 წლის 19 სექტემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 29 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს, 13:00 საათზე დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს 2017 წელს გამოშვებული და ექსპლუატაციაში არმყოფი. ახალი ავტომანქანებით სამსახურის სარგებლობაში არსებული ძველი ავტომანქანების ჩანაცვლება მოხდება.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, ასევე მათი თანამდებობის პირების ფიზიკურ დაცვას.