weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სხეფის სკოლის მასწავლებლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა

15:58 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფელ სხეფის სკოლის მასწავლებლის, მარინა დარჩიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მარინა დარჩიძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა პირველკლასელებთან ერთად გადაღებული ფოტო, სადაც მოსწავლეებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დროშები ეჭირათ. აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმართა, რის შემდეგაც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.

„ადგილი არ ჰქონია განზრახ რაიმე აგიტაცია-პროპაგანდის ჩატარებას, თუმცა ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლი გულისხმობს აკრძალულ ადგილზე ასეთი ფაქტების დაფიქსირებას. სამართალდარღვევის ოქმი შედგა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს“, - აღნიშნა N82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით ზოიძემ.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]