weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში 39 წლის მამაკაცი მოკლეს

11:42 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. კურდღელაურში გამგებლის წარმომადგენლის, გურამ ბახურაულის ინფორმაციით, მამაკაცის გვამი სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 42 წლის მამაკაცი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში დააკავეს.

„კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ. ბ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი - 1979 წელს დაბადებული გ.რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

მათივე ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]