weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ სამი დღით დაიკეტება

14:24 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს 29 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეფერხება მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სატესტო რეჟიმში მუშაობას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოები ჩატარდება.

მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალი, 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ სექტემბერში უნდა ამუშავდეს. მეტროსადგურის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობს, 83 მილიონი ლარი დაჯდა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]