weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკუთარი და დედის, ბებიის ან ბაბუის გვარების გაერთიანება შესაძლებელი იქნება

15:23 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავების - დედის, ბებიის ან ბაბუის გვარების გაერთიანებით წარმოებული გვარის ტარება შეეძლებათ. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანებაა შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილებები მთავრობის 26 სექტემბრის სხდომაზე, იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით დამტკიცდა. სამინისტროს განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაა.

2014 წლის 4 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქე ნუგზარ ჯაყელის საქმეზე და არაკონსტიტუციურად ცნო „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოქალაქეს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად ნაწარმოები გვარის ტარების გარდა სხვა საშუალებას არ აძლევს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირს უფლება უნდა ჰქონდეს, ატაროს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]