„ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 600 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 800 თანამშრომელი. ვერტმფრენებმა 5 დღის განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარის ქრობის მიზნით 560 აფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 1175 ტონა წყალი დაასხეს“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
დაბა წაღვერთან ხანძარი 22 სექტემბერს გაჩნდია. ცეცხლის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. უცნობია, რა ფართობი დაიწვა ხანძრის შედეგად.
ხანძარი ბორჯომის ხეობაში, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტყის ადგილზე, 20 აგვისტოსაც გაჩნდა. მისი ჩაქრობა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის ვერტმფრენების დახმარებით, 27 აგვისტოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100 ჰექტარზე მეტი ტყე.