გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ცივი ჰაერის მასების გავრცელება დღის ბოლომდე გაგრძელდება და ნალექი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, თუშეთში თოვა არ არის მოსალოდნელი. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს. 1-ელ ოქტომბერს მოსალოდნელია 18 გრადუსამდე სითბო და უნალექო ამინდი.
თუშეთიდან ზამთრის საძოვრებზე ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის გადარეკვა უკვე დაწყებულია.