weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭურჭლის უქონლობის გამო გორის რაიონის 4 საბავშვო ბაღი დაკეტილია

14:55 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში – ორთაშენში, ტინისხიდში, ქვემო ხვითსა და ფხვენისში სააღმზრდელო პროცესი ამ დრომდე ვერ განახლდა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ოთხ საბავშვო ბაღში სწავლის დაწყება ჭურჭლის უქონლობის გამო დაგვიანდა.

ამის დამადასტურებელ დოკუმენტს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულმა ელექტრონულმა ტენდერებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რის გამოც ვერ მოხდა 4 საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი სამზარეულოს ინვენტარის შეძენა, რაც საბავშვო ბაღების ფუნქციონირების დაწყებას ხელს უშლის.

ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მუშაობა 18 სექტემბერს განახლდა. სწავლის დაწყება მუნიციპალიტეტის 44 საბავშვო ბაღიდან 7 ბაღში ვერ მოხერხდა, აქედან ოთხში ჭურჭლის უქონლობის, სამში კი სარემონტო სამუშაოების გამო.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]