weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორის ბაზრის ტუალეტში მცხოვრები და–ძმა მერიის ჩარევით ნაქირავებ სახლში დაბრუნდა

17:32 შაბათი, 06 მაისი 2017

გორის ყოფილი აგრარული ბაზრის საერთო ტუალეტში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, 8 თვის ორსული ქალი იყო, რომელიც ბავშვს მაისში ელოდება.

და–ძმა ნაზი და თამაზ საათაშვილები ბაზარში მუშაობდნენ, ძმა ურიკაზე, ნაზი ტუალეტში. მანამდე ისინი გორის რაიონის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდნენ, სადაც სახლი დაენგრათ და საცხოვრებლად გორში გადავიდნენ. როგორც უკიდურესად ღარიბებს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ სახლი უქირავა, თუმცა მათთან ერთად ამავე სახლში ნაზის მეორე ძმაც შესახლდა თავის ექვს შვილთან ერთად. დაოჯახებულ ძმასთან კონფლიქტური სიტუაციების გამო ნაზიმ და მისმა ძმამ ბინა დატოვეს. ცხოვრება მათ ყოფილი ბაზრის ტუალეტში გააგრძელეს. მოგვიანებით კი, ასევე უსახლკაროდ დარჩენილი ცოლ–ქმარი შეიფარეს.

Qartli.ge–ს რეპორტაჟში ასახული იყო არაადამიანური პირობები, რომელში ცხოვრებაც ოთხ ადამიანს უხდებოდა. ტუალეტში ერთი საწოლი იდგა. საბნებს ღამით ძირს, ბეტონის იატაკზე შლიდნენ და ისე იძინებდნენ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ ამ თემაზე სიუჟეტის მომზადების შემდეგ, საათაშვილების პრობლემა სხვა მედიასაშუალებებმაც გააშუქეს.

მერიის ჩარევით, და–ძმა საათაშვილები ნაქირავებ ბინაში დაბრუნდნენ, მისი დაოჯახებული ძმა კი ცოლ–შვილთან ერთად სოფელში გადავიდა.

რაც შეეხება მეორე ოჯახს, ქმარი და 8 თვის ორსული ქალი დროებით ნათესავმა შეიფარა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]