weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს რამდენიმე დღე ვერ მოემსახურება

11:12 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიმდინარე სამუშაოები ბოლო ეტაპზე გადავიდა და ახალი სადგური რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

„მეტროს ახალი სადგურის პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ, ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო პროცესების განხორციელებას გულისხმობდა, წარმატებით დასრულდა, შესაბამისად, იწყება მოსამზადებელი სამუშაოები იმისათვის, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მეტროსადგური ექსპლუატაციაში მიიღოს“, - აცხადებენ კომპანიაში.

საბურთალოს ხაზზე მატარებლები კვლავ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ იმოძრავებენ, გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით კი თბილისის მერია მგზავრებს მომდევნო დღეებშიც სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით მოემსახურება. ავტობუსები მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

ახალი, 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ სექტემბერში უნდა ამუშავებულიყო. მეტროსადგურის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობს, 83 მილიონი ლარი დაჯდა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]