ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნის, თუ რისი ნახვაა შესაძლებელი მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას.
გამოფენის გარდა, ევროპის მოედანზე რეგიონში წარმოებული პროდუქციის გაყიდვაც იგეგმება. მოხდება უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები. სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდებიც დაუკრავენ.