weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სკოლებში შოკოლადის, ჩიფსის და გაზიანი სასმელების საკვებად გამოყენება აიკრძალა

23:41 შაბათი, 06 მაისი 2017

სკოლაში ჯანსაღი კვების სტანდარტების დანერგვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბრძანება გამოსცა. ბრძანებაში ჩამოთვლილია ის პროდუქტები, რომელთა სკოლაში საკვებად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

ბრძანების მიხედვით, მოსწავლეების ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარების და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალოს შემდეგი პროდუქტების გამოყენება: საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ. ჩიფსი, ჟელიბონი და ა.შ.), მაიონეზით შეზავებული პროდუქცია, სოკო ნებისმიერი ფორმით, დაკონსერვებული პროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, გაზიანი სასმელები და თერმულად დამუშავებული კვერცხი.

დოკუმენტის თანახმად, სასკოლო კვების ორგანიზებისას მიზანშეწონილია გამოიყენონ ხილი, ბოსტნეული, გაზიანი მინერალური წყალი, წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, იოგურტი, ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები, ჩაი და კაკაო.

სამინისტროს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს, ასევე საჯარო სკოლების დირექტორებს დაევალათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]