ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას-ვეგასში, მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. დაშავებულია დაახლოებით 200 ადამიანი. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი 64 წლის თეთრკანიანი მამკაკაცი, ლას-ვეგასის მკვიდრი სტივენ პედოკია, რომელიც სამართალდამცავებმა მოკლეს.
პედოკმა ხალხის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან სასტუმრო „მანდალეი ბეის“ 32-ე სართულიდან ისროლა. თვითმხილველების თქმით, სროლა ინტენსიური იყო.
თავდამსხმელი სპეცრაზმის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს.
სროლის შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.