weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სხეფის სკოლის მასწავლებელი საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა

18:03 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ  სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე დარჩიძე, რომელმაც 15 სექტემბერს, პირველკლასელებთან ერთად, საკლასო ოთახში „ქართული ოცნების“ საარჩევნო დროშებით ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, 1000 ლარით დაჯარიმდა.

შუახევის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლემ დავით გელაშვილმა მიიჩნია, რომ მარინე დარჩიძემ საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლი დაარღვია. ამ მუხლის თანახმად საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, სადაც ეს აკრძალულია, გამოიწვევს 1000 ლარით დაჯარიმებას. 

მასწავლებლის წინააღმდეგ შუახევის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“  მიმართა, რის შედეგადაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი და გადაიგზავნა სასამართლოში. მარინე დარჩიძეს სკოლის დისციპლინურმა კომისიამ საყვედურიც გამოუცხადა. 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]