weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დასაგმობია რომ ზოგიერთ რაიონში ბედავენ და ამომრჩევლებს ყურანზე აფიცებენ - წულუკიანი

18:39 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017

პრობლემად რჩება ის, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ჩვენს თანამოქალაქეებს აფიცებს ყურანზე, რომ ხმას მიცემენ ამა თუ იმ პარტიას. ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ქმედება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

წულუკიანმა საარჩევნო კოდექსის სხვა დარღვევებზეც ისაუბრა და საჯარო მოხელეებს მოუწოდა, არ გამოიყენონ სოციალური ქსელი საარჩევნო აგიტაციისთვის. 

„ზოგიერთი ჩვენთვის პატივსაცემი აღმზრდელი და მასწავლებელი არღვევს კანონს და ამა თუ იმ პარტიის დროშები შეაქვს საკლასო ოთახში, ანდა გამგებლის მოადგილეებს არ ესმით, რომ ისინი არ არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და ეკრძალებათ იგივე პოლიტიკური ქმედებები, რაც ნებადართულია გამგებლისთვის. 

მე მინდა ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდო საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდი არ გამოიყენონ აგიტაციისთვის, განსაკუთრებით სამუშაო დროს. დღეს ჩვენ ამ თემაზე გამოვეცით რეკომენდაცია, როდესაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ყვარელში „ფეისბუქის“ პირად გვერდს იყენებდა საარჩევნო აგიტაციისთვის. ეს არის დაუშვებელი, რადგან მისდამი დაქვემდებარებული პირებისთვის ქმნის პირდაპირ ინსტრუქციას, რომ ამა თუ იმ პარტიას დაუჭირონ მხარი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

რამდენიმე დღის წინ „შენების მოძრაობის“ დმანისის მერობის კანდიდატმა გოგი ბარბაქაძემ განაცხადა, რომ სოფელ ირგანჩაიში „ქართული ოცნების“ დმანისის შტაბის იურისტი ემზარ პეტრიაშვილი ადგილობრივებისგან ყურანზე დაფიცებით ითხოვდა დადასტურებას, რომ ისინი 21 ოქტომბერს ნამდვილად „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემდნენ ხმას. მოგვიანებით ამ ფაქტით „ეუთოს“ სადამკვირვებლო მისია დაინტერესდა და დამკვირვებლები დმანისში ჩავიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]