მეზობლების თქმით, სარდაფიდან ბავშვის ყვირილი შემოესმათ და დასახმარებლად გავიდნენ. 40 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მე-19 მიკრო-რაიონში მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, თუმცა ბავშვის კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.