ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ კახური ღვინო, დაათვალიერონ ქართული ღვინის ისტორიის პავილიონები.
ფესტივალზე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ფოლკლორის კონცერტი.
ღვინის ფესტივალი გურჯაანში პირველად ტარდება. ფესტივალის მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.