weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კასპში ტყის მცველის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

15:18 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყის მცველის, 46 წლის კახაბერ ყურაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.რ. დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში თ.რ. დ.ჯ.-თან ერთად, კასპის რაიონის სოფელ ხოვლის ტყეში უკანონოდ ჭრიდა ხე-ტყეს. აღნიშნულ ფაქტს ტყის მცველი კახაბერ ყურაშვილი შეესწრო. ის შეეცადა სამართალდარღვევაზე რეაგირება მოეხდინა, რა დროსაც თ.რ.-მ ხის მორი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. მიღებული დაზიანებებით ტყის მცველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ.რ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 28 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ თ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]