weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

16:09 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. წელს პირველად, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია დამატებით სამ მუნიციპალიტეტში - ყაზბეგში, თიანეთსა და ლაგოდეხში.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ისწავლონ ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

წელს პირველად, სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით განხორციელდება ოთხი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა (მეფუტკრე, მზარეული, სარესტორნო საქმე და სასტუმრო მომსახურება). დუალურ პროგრამებს პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები განახორციელებენ.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც ვეგ-გვერდზე: www.vet.emis.ge.

რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).

2017 წლის საშემოდგომო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისთვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]