„5-12 ოქტომბერს იუდეველები სუქოთის დაწყებას ზეიმობენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ეს ებრაელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეიმია და მას შვიდი დღის მანძილზე აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს დღესასწაულს და ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ“, – ნათქვამია მისალოც ტექსტში.
სუქოთის დღესასწაულის დღეებში მამაკაცები კურთხევას კითხულობენ ლულავითა (ფინიკის პალმის რტო) და ეტროგით (ციტრუსი ციტრონი) ხელში. სუქოთის მე-7 დღეს „ჰოშანა რაბა“ ეწოდება და ის სინაგოგაში რიტუალით სრულდება.