weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

1-ლი იანვრიდან ძველ 50 თეთრიან მონეტას ხმარებიდან ამოიღებენ

12:57 ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1995 წლის ემისიის 50 თეთრიან მონატას, ე.წ. ოქროსფერ მონეტას, ხმარებიდან ამოიღებენ. ეროვნული ბანკის ცნობით, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება აღარ ექნებათ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის N5 დადგენილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას, რომლის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი „50“ და წარწერა – „თეთრი“, რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები წარწერები: „საქართველოს რესპუბლიკა“, REPUBLIC OF GEORGIA“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ცნობით, 2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან - მხოლოდ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა 50 თეთრის ნომინალის ახალი, ვერცხლისფერი მონეტა, რომელიც მიმოქცევაში უკვე დამკვიდრებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]