weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაკურიანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

10:52 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაბა ბაკურიანში 48-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, რომელიც მომხმარებლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის ადგილზე ძველი ბიბლიოთეკის შენობა იყო განთავსებული, რომელიც 20 წელზე მეტი ავარიულ მდგომარეობაში იყო და წიგნები არასათანადო პირობებში ინახებოდა.

„საზოგადოებრივი ცენტრის აშენების შემდეგ უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელქტრონულ და ახალ წიგნებთან ერთად ძველი ბიბლიოთეკის ფონდიც არის დაცული“, - აცხადებენ სამინისტროში.

ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის, სოფლის მეურნეობის და განათლებისა სამინისტროების მომსახურებების ადგილზე მიღება; საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოს, „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ სერვისები. შენობაში განთავსებულია უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვა.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ბაკურიანის გარდა, საქართველოს რეგიონებში 47 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]