weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზღვარზე 871 ბრილიანტის თვალი მალულად შემოიტანეს - საგამოძიებო სამსახური

12:23 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოში 871 ბრილიანტის თვალი შემოიტანეს. საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო - საავტომობილოს“ გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა. ხოლო, ორ შემთხვევაში, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები საერთო ჯამში, 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოიტანას ცდილობდნენ“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის და ძვირფასი ქვების საერთო საბაჟო ღირებულება 61 171 ლარია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 214 -ე პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 -დან 5 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]