weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო კამპანიამ მიიღო

13:53 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

2017 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფობელი გახდა საერთაშორისო კამპანია ბირთვული იარაღის გასანადგურებლად (ICAN), რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია 2007 წლიდან აწარმოებს. კამპანიას ჯილდო გადაცა იმისთვის, რომ მან ყურადღება მიაპყრო ბირთვული იარაღის გამოყენების კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგებისადმი.

პრემიის ლაურეატის ვინაობა ოსლოში ნორვეგიის ნობელის კომიტეტის პრეზიდენტმა, ბერიტ რეის-ანდერსენმა გამოაცხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე უფრო დიდია ვიდრე ოდესმე. ზოგიერთი ქვეყანა ბირთვული არსენალის მოდერნიზებას ახდენს და არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ უფრო მეტი ქვეყანა შეეცდება ბირთვული იარაღის შეძენას, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეამ გააკეთა. ბირთვული იარაღი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისა და დედამიწაზე სიცოცხლისთვის“, - განაცხადა ბერიტ რეის-ანდერსენმა.

ნობელის მშვიდობის პრემიაზე წელს ასევე წარდგენილები იყვნენ რომის პაპი ფრანცისკე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იურისტი ამალ კლუნი, ირანსა და „საერთაშორისო ექვსეულს“ შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმების მონაწილე ჯგუფი (მათ შორისაა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი) და „თეთრი ჩაფხუტები“ - სირიის კონფლიქტში მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე მოხალისეთა ჯგუფი.

2016 წელს ნობელის მშვიდობის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მიიღო ქვეყანაში მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებაში გამოჩენილი ძალისხმევისთვის.

1901 წლიდან მშვიდობის დარგში სულ 97 ნობელის პრემია იქნა გაცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]