შეჯიბრი 14:00 საათზე დაიწყება. დოღში მონაწილეობისთვის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ტელეფონის საშუალებით, ნომერზე: 599 23 11 32.
დოღი, მეოთხე წელია გაზაფხულსა და შემოდგომაზე, „თუშეთის საცხენოსნო საზოგადოების“ ორგანიზებითა და არგოხში დაფუძნებული ღვინის მეურნეობა „დანიელის“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
ორგანიზატორების თქმით, დოღის ჩატარების მიზანი თუშური ტრადიციების შენარჩუნებაა.