weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალქალაქში საბავშვო ბაღი გაქურდეს

15:52 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

ახალქალაქის მე-2 საბავშვო ბაღში ქურდობა მოხდა. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, წაღებულია ბაღის დირექტორის ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ასლის გადამღები (ე.წ. ქსეროქსი) და მუსიკალური ცენტრი.

ქურდობის შესახებ ბაღის მცველმა და დირექტორმა 4 სექტემბერის, დილით შეიტყვეს და პოლიცია გამოიძახეს. მათი ინფორმაციით, შემტვრეული იყო დირექტორის, მარინე ასლანიანის კაბინეტის და ღონისძიებების დარბაზის კარებები.

„დაუყოვნებლივ მივმართეთ სამართალდამცავებს. მოპარულია მონიტორი, პროცესორი, ასლის გადამღები აპარატი, მუსიკალური ცენტრი, რომელიც ახალი კი იყო, მაგრამ არ მუშაობდა. ასევე წაღებულია ჩემი პირადი ფოტოაპარატი“, - უთხრა ბაღის დირქტორმა Jnews -ს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

საბავშვო ბაღს დაახლოებით 2000 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა. Jnews-ი წერს, რომ ბაღიდან ოთხი წლის წინ ტელევიზორი მოიპარეს, თუმცა პოლიციამ საქმე ამ დრომდე ვერ გახსნა.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]