weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი ბოლნისში სახალხო ზეიმს გახსნის

16:28 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

7 და 8 ოქტომბერს ქალაქ ბოლნისში საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში სახალხო ზეიმი გაიმართება, რომლითაც აღინიშნება ყოფილ კატარინენფელდში, ახლანდელ ბოლნისში, 200 წლის წინ პირველი შვაბი კოლონისტების ჩამოსვლა.

სახალხო ზეიმს 11:30 საათზე ისტორიულ უბანში ოფიციალურად გახსნის საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი. საზეიმო გახსნაზე გერმანიის სამხედრო ორკესტრი ბოლნისის ქუჩებში მოაწყობს მსვლელობას, შემდეგ კი ყოფილი ევანგელიური ეკლესიის წინ შეასრულებს ცნობილ მარშებს, ასევე სვინგის, ჯაზის მელოდიებსა და კინომუსიკას.

მთელი დღის განმავლობაში ქართველი და გერმანელი ხელოვანები წარმოადგენენ თეატრალურ დადგმებს, გამართავენ კონცერტებს და მოაწყობენ გამოფენებს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი გამართავს სპექტაკლს, ახალგაზრდული ბავარიული ჯგუფი Grenzjaga შეასრულებს ტიპიურ ბავარიულ მელოდიებს, ქართული ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე წარმოადგენს პროგრამას „სიყვარული ყველაფერია“, რომელიც მოიცავს გერმანულ მუსიკას ბახიდან Rammstein -მდე.

ქართველი ხელოვანი ვატო წერეთელი და გერმანელი მხატვარი კაროლინე ბაიერი მოაწყობენ ინტერაქტიურ ინსტალაციას. ვისაც უფრო მეტის გაგება სურს საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლის შესახებ, შეუძლია დაესწროს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის ჰანს-იოახიმ კიდერლენის მიერ ამ იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი პიესის პრემიერას. დღის საზეიმო დასასრულს ჩატარდება ჯგუფ „რეგიონის“ გალა-კონცერტი.

8 ოქტომბრს, ღონისძისძიებას დაესწრება გერმანიის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი განსახლებისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ჰარტმუთ კოშიკი დელეგაციასთან ერთად, რომელშიც ასევე იქნება ბუნდესტაგის წევრი შტეფან მაიერი. მოხდება მემორიალის გვირგვინით შემკობა და ჩატარდება ღვთისმსახურება გერმანელი კოლონისტების სულის გასახსენებლად.

სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი კოლონისტების გერმანიიდან ჩამოსულ შთამომავლებთან ერთად გამართავს ფორუმს, რომელზეც საუბარი იქნება კოლონისტების ისტორიაზე, გამოცდილებაზე, ტრადიციებსა და სამშობლოზე. ფორუმზე ასევე ნაჩვენები იქნება გერმანული მაუწყებლის „Südwestfunk“-ის ფილმი „სოფლები ევროპაში: კატარინენფელდი“.

დღის მეორე ნახევარში პეტრე დანელია წარმოადგენს თავის წიგნს „ბოლნისი ეკატერინენფელდი ლუქსემბურგი ბოლნისი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]