რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ქართლის ტელეკომპანიის კამერამ დააფიქსირა. მათი ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცს დიდი სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა.
დაშავებული კლინიკა "რუსთავშია" გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ადგილას ავოსაგზაო შემთხვევა 4 ოქტომბერსაც მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შოთა რუსთაველის მოედანზე ჯებირს შეეჯახა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.