weather cur horoscope tv
აპრილი 02, 2020

7-8 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება – რა ღონისძიებებია დაგეგმილი

10:07 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017 hits 1817

7 და 8 ოქტომბერს, თბილისში „თბილისობა“ აღინიშნება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა უბანში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. 7 ოქტომბერს ევროპის მოედანზე თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები მოეწყობა, ხოლო მეტეხის ხიდზე ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. დაჯილდოვდებიან „თბილისზე მზრუნველის“ ნომინაციაში გამარჯვებულები.

7 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე რიყის პარკში მოწყობილ სპორტულ კუთხეში გაიმართება ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ნარდი, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა, ბატუტი, პარკური, ბოჩა (შშმ პირებისთვის), გოლფი, შავფაროსნების შოუ, ძალოსნობა;

12:00-19:00 საათი – საბავშვო გასართობი აქტივობები – პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის – „ახალი ტფილისი“;

12:00 - 19:00 საათი – ფრანების ფესტივალი – სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის – რიყის პარკი;

12:00-19:00 საათი – ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2017“-ის ერთი კადრის ნომინაციაში გასული ფოტოების გამოფენა – ლეღვთახევი;

12:00-22:00 საათი – ღვინის ფესტივალი – სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი;

12:00-22:00 საათი – შემოდგომის ნობათი – სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი;

12:00-22:00 საათი – კულინარიის ფესტივალი (ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო) – რიყის პარკი;

12:00-22:00 საათი – მექანიკური სიზმარი – კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით – „ახალი ტფილისი“;

12:00-22:00 საათი – ქართული მარკების ექსპოზიცია – „ახალი ტფილისი“;

12:00-22:00 საათი – საკონდიტრო ფესტივალი – საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფომანსი – „ახალი ტფილისი“

11:00-19:00 საათი – „თბილისური სახელოსნოები“ – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გამოფენა – ილიას ბაღი;

11:00-18:00 საათი – ყვავილების გამოფენა - მცენარეების, ყვავილების თაიგულების, თანამედროვე ავტორების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა-გაყიდვა – ილიას ბაღი;

13:00 -13:45 საათი – ბელორუსიის ხალხური, სამეჯლისო ცეკვისა და ვოკალური ანსამბლების წარმოდგენა – რიყის პარკი;

14:00-19:00 საათი – დღის კონცერტები – ევროპის მოედანი;

14:00 საათი – თეა დარჩიას ქართული ცეკვის მასტერკლასი;

​15:30 საათი – შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა;

18:00-19:00 საათი – ტანგოს საღამო „მილონგა“;

16:00-17:00 საათი – „თბილისზე მზრუნველის“ დაჯილდოების ცერემონიალი – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე;

16:00-17:00 საათი – ო. თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის ბენდის კონცერტი – „ახალი ტფილისი“;

18:00-19:00 საათი – კონცერტი - ჯგუფი „სვანსიხი“ – „ახალი ტფილისი“;

19:00 - 23:00 საათი – ელექტრონული მუსიკა – DJ Sumo; DJ Third soul – „ახალი ტფილისი“;

20:00-20:30 საათი – გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა „ხმა დაირისა“ – „ახალი ტფილისი“;

20:30-21:50 საათი – „თბილისური ეზო“ – „აქ ემღერება გულს“ - ლიზა ბაგრატიონი – რომის ქუჩა N4;

20:00-21:00 საათი – თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ – ევროპის მოედანი;

 

8 ოქტომბერი

 

12:00-20:00 საათი – თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები – ევროპის მოედანი;

12:00 -18:00 საათი – ავტოშოუ – სპორტული ავტომობილების გამოფენა - მეტეხის ხიდი;

12:00-19:00 საათი – საბავშვო გასართობი ღონისძიებები – ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე,მხიარული შეჯიბრებები – რიყის პარკი/ამფითეატრი;

12:00-19:00 საათი – სპორტული აქტივობები - რაგბი, ფეინთბოლი, მინდვრის ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, ნარდი, შაში, ქართული ჭიდაობა, შავფაროსნების და პარკურის შოუ – რიყის პარკი;

12:00-19:00 საათი – საბავშვო გასართობი აქტივობები – პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის – „ახალი ტფილისი“;

12:00-19:00 საათი – ფრანების ფესტივალი – რიყის პარკი;

12:00-22:00 საათი – ღვინის ფესტივალი – რიყის პარკი;

12:00-22:00 საათი – შემოდგომის ნობათი – სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი;

12:00-22:00 საათი – კულინარიის ფესტივალი – რიყის პარკი;

12:00-21:00 საათი – მექანიკური სიზმარი – კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით – „ახალი ტფილისი“;

12:00-21:00 საათი – ქართული მარკების ექსპოზიცია – „ახალი ტფილისი“;

12:00-22:00 საათი – საკონდიტრო ფესტივალი - საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფომანსი – „ახალი ტფილისი“;

11:00-18:00 საათი – ხილის ფესტივალი – წარმოდგენილი იქნება ხილის ელემენტებით დამზადებული გვირგვინები, ხილის დეკორაციები, ყვავილები. სხვადასხვა კომპანიები წარადგენენ ხილის კოქტეილებს, წვენებს, მურაბებს – სიონის ქუჩა;

13:00-14:00 საათი – საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ორკესტრისა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მუსიკალური კორპუსის ორკესტრის ერთობლივი კონცერტი – ევროპის მოედანი;

14:00-19:00 საათი – დღის კონცერტები – რიყის პარკი/ევროპის მოედანი;

14:00 საათი – თეა დარჩიას ქართული ცეკვის მასტერკლასი;

​15:30 საათი – შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა;

18:00-19:00 საათი – ტანგოს საღამო;

18:00-20:00 საათი – ჯგუფ „გუფი ლენდის“ კონცერტი – „ახალი ტფილისი“;

20:00-20:30 საათი – გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა „ხმა დაირისა“ – „ახალი ტფილისი“;

20:00-23:00 საათი – ელექტრონული მუსიკა (DJ Ericsson) – „ახალი ტფილისი“;

20:30-22:00 საათი – „თბილისის საპატიო მოქალაქეების“ დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი – აბანოთუბანი /ლეღვთახევი;

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]