weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცესკოს მონაცემებით საქართველოში 3 496 461 პოტენციური ამომრჩეველია

10:42 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერვისების განვითარების სააგენტოსგან ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საქართველოში საარჩევნო უფლების მქონე 3 496 461 პოტენციური ამომრჩეველია.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოგვაწოდა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების ბოლო მონაცემები. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში ამომრჩეველთა სიაში არანაირი ცვლილება აღარ განხორციელდება და არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სია ამ მონაცემების მიხედვით დაიბეჭდება“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიაში გაორებული მონაცემები არ იქნება.

„არსებული მონაცემები შეიცავს 2 700 000-მდე ბიომეტრიულ მონაცემს, რაც ნიშნავს, რომ 2 700 000 ბიომეტრიული სურათია ბაზაში. ბიომეტრიული სურათი არის საუკეთესო საშუალება საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებისთვის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე სრულყოფილი ამომრჩეველთა ერთიანი სია და ეს არის რეალობა რომელიც გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, ციფრებითა და რა თქმა უნდა ბიომეტრიული სურათებით“,- აღნიშნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებში შესწორებების შეტანის ვადა 6 ოქტომბერს ამოიწურა. ამომრჩეველთა განახლებული სიები ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]