„როდესაც ხმა გავიგონე გამოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე, ჩვენი უფროსი, კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე გამოჰყავდათ. შემდეგ პოლიციაც მოვიდა. ინციდენტი ოფისთან მოხდა. ამბობენ, რომ რამაზ ხიმშიაშვილმა ძმას და ზოიძეს ესროლა“ - ციტირებს აჭარის ტელევიზია კომპანიის დაცვის თანამშრომლის ვანო კუნჭულიას კომენტარს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა. რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ორივე პაციენტს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.