2008-2012 წლებში ფრიდონ თოდუა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
ფრიდონ თოდუა ევროპის, ამერიკისა და სხვა საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის და 15 გამოგონების ავტორი იყო.
1999 და 2000 წლებში ფრიდონ თოდუა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
მის მიერ არის დაფუძნებული კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა.